29 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4516 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4535 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.19 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8537 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8439 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.98 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.5348 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.2209 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 30 ივნისიდან შევა ძალაში.