აშშ კონგრესი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც პუერტო რიკოს კუნძულის შტატის შემადგენლობაში მიღებას ვარაუდობს.
დოკუმენტი წარადგინა პუერტო რიკოს წარმომადგენელმა კონგრესის ქვედა პალატაში - ჯენიფერ გონსალეს-კოლონმა და კიდევ 37-მა კონგრესმენმა რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიიდან.
"დღეს ისტორიული დღეა. მე ამაყი ვარ, რომ ვიყავი ერთ-ერთი იმათთაგანი, რომელიც ხსნის გზას პუერტო რიკოს დეკოლონიზაციისკენ“ - წერს გონსალეს-კოლონი Twitter- ზე.
ცნობისთვის, პუერტო რიკო 1898 წლიდან აშშ-ის ტერიტორიად იქნა გამოცხადებული. მისი მაცხოვრებლები არიან ამერიკის მოქალაქეები, თუმცა არ შეუძლიათ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემა და კონგრესში მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ყავთ ხმის მიცემის უფლებით.
პუერტო რიკოს მოსახლეობამ 2017 წელს რეფერენდუმში განსაზღვრა ახალი პოლიტიკური სტატუსი. მათ ხმა მისცეს აშშ-ის შემადგენლობაში 51-ე შტატის სტატუსით შესვლას.