ჩვენი მოლოდინია, რომ ნატოს სამიტზე გაისმას ძალიან მკაფიო გზავნილები ალიანსში საქართველოს სამომავლო ინტეგრაციასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნატოს მოახლოებული სამიტისა და მასთან დაკავშირებული მოლოდინების თაობაზე განაცხადა.
მისი თქმით, მოლოდინია ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ დამტკიცდეს კონკრეტული ინიციატივები, რომელიც დაკავშირებულია ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობასთან სხვადასხვა, განსაკუთრებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.
“ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ჩვენი მოლოდინი, რომ გაისმას მკაფიო გზავნილები საქართველოს მხარდაჭერასთან, ალიანსში საქართველოს სამომავლო ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ასევე, დამტკიცდეს კონკრეტული ინიციატივები, რომელიც დაკავშირებულია ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობასთან სხვადასხვა, განსაკუთრებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.