ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე, იქნა მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გაგრძელების შესახებ, რომელიც დაწესდა ყირიმის მითვისებისა და თვითგამოცხადებული დონბასის რესპუბლიკების გამო. განუცხადა ჟურნალისტებს ევროკავშირის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
სანქციები ექვსი თვით გაგრძელდა. ისინი ითვალისწინებენ ბანკებთან, სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან და რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებთან საქმიანი ურთიერთობების შეზღუდვას. შეზღუდვები ძალაში შედის საბჭოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ.
წყარო აღნიშნავს, რომ დებატები ანტირუსული სანქციებისთვის ხანმოკლე იყო. მოისმინეს ანგელა მერკელისა და ემანუელ მაკრონის განცხადებები მინსკის შეთანხმების რეალიზაციის შესახებ. ქვეყნის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ არ არსებობს პოზიტიური ცვლილებები ამ სფეროში.