ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხრიდან ვიღებთ უპრეცედენტო მხარდაჭერას ყველა დონეზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის კონგრესში მოხდა მართლაც ისტორიული მხარდამჭერი აქტის ინიცირება. მისივე განცხადებით, პირველი შემთხვევაა, როდესაც კონგრესში რეგისტრირდება მსგავსი შინაარსისა და დატვირთვის მქონე მხარდამჭერი საკანონდებლო აქტი.
„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის მხრიდან ვიღებთ უპრეცედენტო მხარდაჭერას ყველა დონეზე. მათ შორის კონგრესშიც, სადაც საქართველოს აქვს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა. აღნიშნული კანონპროექტის წარდგენა მძლავრი ინსტრუმენტია, რათა საქართველოსთან დაკავშირებულმა საკითხებმა როგორც ორმხირვი, ისე რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს აშშ-ის პოლიტიკური დღის წესრიგში. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ამ მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.