ინდონეზიის კუნძულ ბალის საერთაშორისო აეროპორტი დახურულია ვულკან აგუნგის გააქტიურების გამო. იუწყება სააგენტო Associated Press-ი.
გადადებულია 450 რეისი. გეგმის რადიკალურად შეცვლა მოუწევს 75 ათას ადამიანს. იუწყება ადგილბრივი ხელისუფლება.
აგუნგმა გააქტიურება ხუთშაბათს დაიწყო. მის თავზე დაგროვდა დიდი რაოდენობით ფერფლი და 2,5 კილომეტრის სიმაღოლის კვამლი. სინოპტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ ქარმა შეიძლება ფერფლი გაავრცელოს იავაზე, ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რაიონზე ენრონეზიაში. გარდა ამისა, ხელისუფლებამ არ მიიღო ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება.
აგუნგი წინა წელსაც გააქტიურდა. მაშინაც მოხდა აეროპორტების დახურვა და მასიური ევაკუაცია გამოცხადდა.
ცნობისთვის, მისმა გამოღვიძებამ 1963 წელს ათასზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.