შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად კუპრავას მიერ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
"2018 წლის 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში განთავსებულ სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 1983 წელს დაბადებული მოქალაქე ზ.კ.-ს მიერ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით.
მიმდინარეობს გამოძიება და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები", - ნათქვამია განცხადებაში.