საზაფხულო სეზონის დაწყებასა და მგზავრთნაკადის გაზრდის გამო, საქართველოს რკინიგზამ თბილისსა და ქუთაისიდან, ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებლები დანიშნა.
1 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ჩქარი ელექტრომატარებელი №808 თბილისიდან 10:30 საათზე გავა და ბათუმში 15:30 საათზე იქნება.
ელექტრომატარებელი №807 ბათუმი - თბილისი, ბათუმიდან 17:10 საათზე გამოვა, ხოლო თბილისში 22:03 საათზე იქნება.
2 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ჩქარი ელექტრომატარებელი №806 თბილისიდან 6 სთ 30 წთ-ზე გავა და ბათუმში 11:30 საათზე ჩავა.
მატარებელი №805 ბათუმი - თბილისი, ბათუმიდან 14:20 საათზე გამოვა, ხოლო თბილისში 19:22 საათზე იქნება.
1 ივლისიდან რეისები დაემატება ქუთაისი-ბათუმის მიმართულებასაც. ჩქარი ელექტრომატარებელი №898 ქუთაისი - ბათუმი 8:05 საათზე გავა და ბათუმში 11:01 საათზე ჩავა. ხოლო მატარებელი №897 ბათუმი - ქუთაისი, ბათუმიდან 21:00 საათზე გამოვა და ქუთაისში 23:55 საათზე იქნება.