საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის საქმის პროკურორი, ირაკლი ნადარეიშვილი მთავარი პროკურორის პოსტზე მისი კანდიდატურის განხილვას უარყოფს.
"ეს ამბავი მეც გავიგე. არ ვადასტურებ რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შემოთავაზება, ან რაიმე სახის კონსულტაცია მქონია.
როგორც ხედავთ, საკმაოდ მნიშვნელოვან პროცესებზე გამოვდივარ, როგორც რიგითი პროკურორი, ვხელმძღვანელობ საკმაოდ მნიშვნელოვან დეპარტამენტს, რომელიც ორი დღის წინაც წარსდგა საზოგადოების წინაშე თავისი ანგარიშით. ამდენად, მიმაჩნია რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები და მოვალეობები გამაჩნია უამისოდაც", - აცხადებს ნადარეიშვილი.
ცნობისთვის, ირაკლი ნადარეიშვილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმის პროკურორია.