აშშ-ში განაგრძობენ ზეწოლას ირანზე და იმედოვნებენ, რომ სხვა ქვეყნები მხარს დაუჭერენ ვაშინგტონს ამ მიმართულებით. ეს განცხადება დღეს გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილმა გააკეთა და ირანის რეჟიმი ჩრდილოეთ კორეას შეადარა.
"ჩვენ ვაპირებთ, ირანზე ზეწოლის გაგრძელებას და იმედი გვაქვს, რომ სხვა ქვეყნები შემოგვიერთდებიან, რამდენადაც, ჩვენს თვალში ირანი წარმოადგენს კიდევ ერთ ჩრდილოეთ კორეას“ - განაცხადა ჰეილმა ნიუ იორკში კვლევის ცენტრის გამოსვლისას.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 მაისს განაცხადა, რომ ვაშინგტონი გამოდის ირანის ბირთვული შეთანხმებიდან, რომელიც მიღწეულ იქნა „ექვსიანის“ საერთაშორისო მონაწილეების მიერ 2015 წელს. ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ყველა საქნცია აღადგინა, ასევე იმ ქვეყნების მიმართაც, რომლებიც აწარმოებენ ბიზნესს ირანთან.
ექვსიანის სხვა წევრი ქვეყნები გამოვიდნენ აშშ-ის ამ ნაბიჯის წინაღმდეგ. ვაშინგტონის ევროპელმა პარტნიორებმა განაცხადეს, რომ სურთ ძველებურად დაიცვან ირანის გარიგების პირობები.