პირველი iPhone-ს გამოსვლიდან 11 წელი გავიდა. iPhone ეს არის ინტერნეტთან დაკავშირებული მულტიმედიური სმარტფონების ხაზი, რომლის მარკეტინგს კომპანია Apple ახდენს. პირველი iPhone წარმოადგინა Apple-ის იმდროინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ჯობსმა 2007 წლის 9 იანვარს და გამოვიდა იმავე წლის 29 ივნისს. მეხუთე თაობის iPhone, iPhone 4S, გამოვიდა 2011 წლის 14 ოქტომბერს, პორტატული მოწყობილებებისთვის Apple-ის ოპერაციული სისტემის, iOS 5.0–ის, გამოშვებიდან 2 დღის შემდეგ.
2008 წელს გაეშვა App Store, ანუ აპლიკაციების მაღაზია, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს თავად კომპანია Apple-ის და ასევე მესამე მხარის მიერ შექმნილი აპლიკაციები. ამჟამად App Store შეიცავს 500,000–ზე მეტ აპლიკაციას.