აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს სავარაუდოდ ევროპაში გამგზავრების დროს შეხვდება. იუწყება სააგენტო „Reuters“-ი. ამერიკის ლიდერმა დასძინა, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა შედგეს ნატოს სამიტის შემდეგ და სავარაუდოდ ჰელსინკში გაიმართოს.
მისივე თქმით, მას სურს განიხილოს რუსეთის პრეზიდენტთან სირიისა და უკრაინის საკითხი.
მანამდე რუსეთის ლიდერის თანაშემწე იური უშაკოვმა განაცხადა, რომ კულუარულად უკვე დიდი ხანია განიხილება პუტინისა და ტრამპის შეხვედრის მზადება. მისივე თქმით, ორმხრივი შეხვედრის გამართვის დროსა და ადგილზე დღეს გამოაცხადებენ.
ვლადიმერ პუტინმა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლებთან ჯონ ბალტონთან შეხვედრის შემდეგ, მოკითხვა გადასცა ტრამპს, რომ მისთის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია და აცხადებს მზადყოფნას დიალოგისთვის.