"KING AIR C90"-ის თვითმფრინავი, რომელიც ინდოეთის ერთ-ერთი შტატის უტარ-პრადეშის ხელისუფლებას ეკუთვნოდა ქალაქ მუმბაიზე ჩამოვარდა. იუწყება ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მთავარი სამმართველო.
წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია ხუთი ადამიანი.
ვარდნის ადგილზე გაჩნდა ხანძარი. მობილიზებულია სამაშველო სამსახურები. კატასტროფის მიზეზები დგინდება.