მტკიცებულებები, რომ ევროპაში არ არსებობს ერთიანი ხედვა საემიგრაციო კრიზისის გადაჭრასთან დაკავშირებით, მცდარია. ევროკავშირში ყვeლა ერთიანია სურვილში - შეწყდეს არაკანონიერი მიგრაცია. განაცხადა ბუნდესტაგში გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.
"ბევრი ამბობს, რომ მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით საერთოევროპული გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნება, ჩვენ უკვე სამი წელია ამას ველით. მინდა ავიღო ეს განცხადება როგორც არგუმენტი, რათა ვთქვა, რომ ეს არასწორია. ევროპაში ყველანი ერთიანები ვართ. საქმე ეხება იმას, რომ შემცირდეს არაკანონიერი მიგრაცია და ვიბრძოლოთ არაკანონიერ გადამყვანებთან“ - განაცხადა მერკელმა.