აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა რესპუბლიკელებს წარმოადგენელთა პალატში, მიიღონ კანონპროექტი იმიგრაციის შესახებ. თუმცა, გასაგებად აღნიშნა, რომ არ სჯერა კონგრესში კანონის მიღების.
„რესპუბლიკელების წარმომადგენელთა პალატამ უნდა მიიღოს დღეს მტკიცე, მაგრამ სამართლიანი იმიგრაციული კანონპროექტი, ხმის მიცემის დროს - დღის მეორე ნახევარში. თუმცა დემოკრატები არ მისცემენ მას სენატში გასვლის უფლებას. შედეგი გვიჩვენებს, რომ ჩვენ გვინდა მტკიცე საზღვარი და უსაფრთხოება. ხოლო დემოკრატებს სურთ ღია საზღვრები, რაც დანაშაულთან იგივდება“ - წერს ტრამპი Twitter-ზე.
კონგრესს სურს გადაჭრას იმიგრაციასთან დაგროვილი პრობლემები საზღვარზე არსებული კრიზისის ფონზე.
ტრამპტის ადმინისტრაციამ გასულ კვირას შეარბილა მანამდე გამოცხადებული "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკა იმ პირების მიმართ, რომლებიც უკანონოდ კვეთდენ საზღვრებს, რადგან მისმა ქმედებამ - განეცალკევებინა არაკანონიერი მიგრანტი ბავშვები მშობლებისგან, საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია.