„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი“ თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას და რა თქმა უნდა, ის უნდა ემსახურებოდეს ადგილობრივი მოქალაქეების, განსაკუთებით რეგიონის ახალგაზრდების დასაქმებას. როგორც ვიცი, კონსორციუმს ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო პოლიტიკა აქვს და ის, სწორედ, ამას გულისხმობს. ჩვენი ლამაზი კუთხის ახალგაზრდები დასაქმდებიან ამ პროექტში, როდესაც დასრულდება და შევა ექსპლუატაციაში,“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ახალგაზრდებთან გამართული შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა, აგრეთვე სამეგრელო - ზემო სვანეთში არსებული ტურისტული პოტენციალის ათვისების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენ ძალიან ბევრი კარგი პროგრამა გვაქვს და კიდევ ბევრი გვექნება, განსაკუთრებით ახალგაზრდა მეწარმეების წახალისების თვალსაზრისით. აგრეთვე, აუცილებელია, რომ ინფრასტრუქტურა გავხადოთ თანამედროვე და მოვიყვანოთ წესრიგში. ამ თვალსაზრისით რეგიონში არის პრობლემები და მათ დროული გადაჭრა სჭირდება. პროექტები უნდა დასრულდეს ვადაში, ან ვადაზე ადრე, რამდენადაც შესაძლებელია. ამავდროულად, უნდა განხორციელდეს სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას,“- აღნიშნა პრემიერმა.
მამუკა ბახტაძემ მაღალი კლასის სასტუმროებთან ერთად რეგიონებში საოჯახო ტიპის სასტუმროების არსებობის და განვითარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.