“ჩვენ გვჭირდება ყველა საგნის სწავლების ხარისხის გაზრდა, მაგრამ განსაკუთრებით, ტექნიკური და მათემატიკური მიმართულებების. ყველა ჩვენგანი ინდივიდია, ჩვენ გვაქვს ნიჭი სხვადასხვა საგნებში და საბოლოო ჯამში, ადამიანმა თავად უნდა აირჩიოს, თუ სად, რომელ სფეროში შეძლებს ის თავისი ნიჭის მაქსიმალურ რეალიზაციას, მაგრამ მეორეხ მხრივ, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ისეთი პროფესიების განვითარებას, რომელშიც დარწმუნებულნი ვართ, რომ 21- საუკუნეში მუდმივად მაღალი მოთხოვნა იქნება,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ახალგაზრდებთან შეხვედრისას ისაუბრა.
შეხვედრის მონაწილეებმა მთავრობის მეთაურს კომუნიკაციის უშუალო ფორმატისთვის მადლობა გადაუხადეს და მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით შეკითხვები დაუსვეს.