უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალებმა და საარტილერიო ნაწილებმა ჩაატარეს სწავლება ყირიმის მახლობლად. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საზღვაო ძალების პრესცენტრი ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, საარტილერიო პირებმა ჩაატარეს ცეცხლის ფაქტობრივი კორექტირების სწავლება იმ ადგილებში, სადაც მოწინააღმდეგეა კონცენტრირებული.
"განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საარტილერიო ქმედებებზე შემცირებული ხილვადობისა და ღამის პირობებში" - იტყობინება უკრაინის საზღვაო ძალები.
ამის შემდეგ შავი ზღვის სანაპიროზე ჩატარდა საზღვაო თვითმფრინავების სწავლება.