ევროსაბჭოს ხელმძღვანელი დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი ტრანსატლანტიკური ურთიერთობების დაძაბულობასთან დაკავშირებით მზად უნდა იყოს არახელსაყრელი სცენარისთვის და არ დაკარგოს უკეთესის იმედი.
„მნიშვნელოვანია გვახსოვდეს კანადაში დიდი შვიდიანის სამიტის შედეგების გეოპოლიტიკური კონტექსტი. მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, შევინარჩუნოთ დასავლეთის ერთიანობა, ტრანსატლანტიკური ურთიერთობები უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ იმყოფება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკის გამო. სამწუხაროდ, უთანხმოება ვაჭრობის ჩარჩოებიდან გადის. მე გაგიზიარებთ ჩემს პოლიტიკურ შეფასებებს თუ როგორია საქმის ვითარება“ - განაცხადა ტუსკმა 28-29 ივნისს სამიტის მონაწილეთათვის გაგზავნილ წერილში.
„მე მიმაჩნია, უკეთესის მოლოდინის იმედით, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რათა მოვამზადოთ ჩვენ კავშირი უარესი სცენარისთვის“ - დასძინა ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა.