მინისტრების გარკვეული ნაწილი იყო მივლინებაში ან შვებულებაში, აქედან გამომდინარე ზოგიერთი მათგანი ვერ დაესწრო მთავრობის გუშინდელ სხდომას, აღნიშნულის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამეგრელოში ვიზიტისას გააკეთა.
„ჩვენ დავასრულეთ კონსულტაციები სამინისტროების რაოდენობაზე ახალ ორგანიზაციულ სტრუქტურაზე და გადავუგზავნეთ პარლამენტს განსახილველად. იმედი გვაქვს, ეს პროცედურა რაც შეიძლება მოკლე ვადაში დასრულდება და საშუალება მომეცემა, პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე წარვდგე ახალი, განახლებული სამთავრობო გუნდით. რაც შეეხება გვარებს, გვარებს ყველა თქვენგანი შეიტყობს მაშინ, როდესაც ჩვენ წარვდგებით პარლამენტში. ვფიქრობ, გვარებზე დღეს საუბარი ჩემი მხრიდან არაკორექტული და არაეთიკური იქნება. პარლამენტში ჩვენ წარვდგებით განახლებული სამთავრობო გუნდით და პირველ რიგში თქვენ, მედია და თქვენი მეშვეობით საზოგადოება შეიტყობს ამის შესახებ”, განმარტავს მამუკა ბახტაძე.