2-12 სექტემბერს, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი «ლირა» მართავს ბათუმის რიგით მეექვსე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს, BATUMI MusicFest.
ქართველი პიანისტის, იუნესკოს არტისტის, ელისო ბოლქვაძის მოწვევით, ბათუმს ესტუმრებიან მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები.
10 დღის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქს მოეფინება კლასიკური მუსიკის ჰანგები.
ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი დაარსების დღიდან, ახალგაზრდა ქართველი ტალანტების ხელშეწყობაა, რაც მას აძლევს განსაკუთრებულ იდენტურობას და მნიშვნელობას.
მასტერკლასების ფორმატში ხდება საგანმანათლებლო პროგრამების ინტეგრირება ინოვაციური მეთოდებით, რაც ახალგაზრდების მუსიკალურ კრეატიულ ცნობიერებას ეფექტურად ამაღლებს.
საქართველოს რეგიონის ყველა კუთხიდან მუსიკოსებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. გამორჩეულები კი მიწვეულნი არიან საზღვარგარეთ საერთაშორისო პროგრამებში და კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად.
7 სექტემბერს ჩატარდება ახალგაზრდა ტალანტების გალა კონცერტი ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში Check in Georgia-ს ფარგლებში.
დაგეგმილია ასევე ფესტივალის ფარგლებში., საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად, მუსიკალური არტ-ბანაკის
ჩატარება 300-მდე ახალგაზრდის მონაწილეობით .
ბათუმის ფესტივალი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა, რომელმაც წელს მეორეჯერ მოიპოვა იუნესკოს მაღალი პატრონაჟი.