ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ახალ მთავრობაში მინისტრის პოსტს არ დაიკავებს.
„ჩემს გეგმებთან დაკავშირებით მოგვიანებით გაიგებთ“, - განუცხადა სუბარმა ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, ის მინისტრთა კაბინეტშიც არ იქნება.
ის ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება.