დღეს, 25ივნისს 13:00 საათზე, სასტუმროში „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ საქართველოსა და ომანის სასულთნოს შორის ავიამიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართება, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძე და ავიაკომპანია Salam Air-ის აღმასრულებელი დირექტორი მოჰამედ აჰმედი გახსნიან.