ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმეზე შექმნილი დროებითი დროებითი საგამოძიებო კომისია სხდომას დღეს გამართავს.
საგამოძიებო კომისია დღეს დაზარალებულ მხარეს, ზაზა სარალიძეს და დავით დადუნაშვილს შეხვდება.
სხდომაზე მიწვეული არიან მათი ადვოკატებიც.
სერგი კაპანაძის განცხადებით, კომისიის წევრებისგან დაკომპლექტდება სამწევრიანი ჯგუფი, რომლებიც გამართავენ შეხვედრებს როგორც პენიტენციალურ დაწესებულებაში, ასევე შეხვდებიან ცალკეულ მოწმეებს.