ავტოსადგომზე 9 წლის ბავშვი მოკლეს აშშ-ში, ოჰაიოს შტატში, ქალაქ კლივლენდში.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბავშვი, დასთან ერთად, დედამ ავტომობილში დატოვა, ვიდრე კიდევ ერთ შვილს სპორტის წრიდან გამოიყვანდა. სწორედ ამ დროს, ავტოსადგომზე იარაღით მოვაჭრე ორმა ადამიანმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნა. ერთ-ერთი ტყვია ავტომობილში მჯდომ ბავშვს თავის არეში მოხვდა.
ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. დამნაშავეები პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია.