ჩვენ გვეყოლება ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი, ძველმოდური იდეებით, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ის პროგრამა, რომელიც ბახტაძემ წარმოადგინა, არის უკან გადადგმული ნაბიჯი და უკან დახევა იმ პრინციპებიდან, რომელიც შეიქმნა საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ და რომელმაც საქართველოს ეკონომიკა ფეხზე დააყენა
მისივე თქმით, ახალი მთავრობა ფაქტობრივად იქნება სოციალისტური იდეების გამტარებელი, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ეკონომიკაში პრობლემებს და სიღარიბეს.
„რაც შეეხება პერსონალურ შემადგენლობას, ეს არის ამორტიზებული მთავრობა, მორალურად გაცვეთილი, რომელსაც არ აქვს რესურსი და არ აქვს შანსი ქვეყანა წაიყვანოს წინ. ხალხი ითხოვდა ძალადობრივი სისტემის შეცვლას, მაგრამ ეს ყველა მინისტრი რჩება და რეალურად, ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოება აბუჩად აიგდო, ვინაიდან მან გაბედა და წარმოადგინა ისევ ის ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც მიმართული იყო საზოგადოების პროტესტი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.