ქუვეითური კომპანია " Diyar United Company " საქართველოთი ინტერესდება. დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით ჯალაღანიასა და საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის სფეროში მოღვაწე ქუვეითური კომპანიის " Diyar United Company "-ს სპეციალური პროექტების დირექტორს ნაჯი ალ-აჯმის შორის.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ქუვეითურ კომპანიასთან თანამშრომლობის შემდგომი მიმართულებები. კომპანიის წარმომადგენელს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან.