საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ჭარბვალიანობაზე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ „ეს არის ჩვენი ეკონომიკის სისტემური რისკი“.
„ამას სჭირდება მიდგომა, რომელიც თანმიმდევრობით ამ რისკს შეამცირებს და როგორც შედეგი, გაანულებს ჩვენი ეკონომიკისთვის. ამ ტვირთის და ამ პრობლემის სისტემურობიდან გამომდინარე, აუცილებელია, ჩვენ ვიყოთ ძალიან თანმიმდევრული და ძალიან პრინციპული ამ პრობლემის მოგვარების გზაზე“, – განაცხადა ბახტაძემ.
მისივე თქმით, პარლამენტში შესულია კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს უსამართლო თამაშის წესების შეცვლას, რაც უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემას უკავშირდება.