„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, უმრავლესობის შეკრების თემა მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებებია.
დეპუტატების ნაწილის განცხადებით, უმრავლესობის შეხვედრა უკავშირდება მიმდინარე საკითხებს, მათ შორის, საუბარი შეეხება ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს.
წინასწარი ინფორმაციით, თანამდებობას პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დატოვებს, თუმცა, ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.