პარლამენტარ ნიკა მელიას დაკავების გამო, პარლამენტში შს მინისტრ გიორგი გახარიას დაიბარებენ. ეს მოთხოვნა ბიუროს სხდომაზე "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა, ოთარ კახიძემ, დააყენა.
მისი თქმით, "დღეს რამდენიმე მნიშვნელოვან და გაუმართლებელ დარღვევას ჰქონდა ადგილი და ამ ყველაფრის გამოძოებაა საჭირო და ამის შესახებ ინფორმაცია უნდა გვქონდეს". სწორედ ამიტომ მან პარლამენტში შს მონისტრის დაბარება მოითხოვა. მის მოსაზრებას მმართველი გუნდის ნაწილიც იზიარებს. როგორც "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, მარიამ ჯაში, აცხადებს, "მინისტრის პარლამენტში მოსვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებელია". მათ მოთხოვნებს პარლამენტის თავმჯდომარეც ეთანხმება. "როგორც ბევრჯერ ვნახეთ, შს მინისტრი ღია და გახსნილია და რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია, მას მოვუსმინოთ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შს მინისტრის პარლამენტში მისვლია ზუსტი დრო ჯერჯერობით არ დასახელებულა.