დღეს რუსთაველის გამზირზე ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის ძებნილი პირი დააკავეს, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შსს-ს კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პირი სამართალდამცველებმა იმ დროს შეაჩერეს, როდესაც ის რუსთაველის გამზირზე არსებულ აქციას უერთდებოდა.
„დღეს რუსთაველის გამზირზე დაკავებულ იქნა ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის ძებნილი პირი. აღნიშნული პირი სამართალდამცველებმა იმ დროს შეაჩერეს, როდესაც ის რუსთაველის გამზირზე არსებულ აქციას უერთდებოდა. პიროვნების იდენტიფიცირებისას მოქალაქემ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც ის ადგილზე დააკავეს. შემოწმებისას მას ცივი იარაღი დანა აღმოაჩნდა”, – განაცხადა ჭელიძემ.