შს მინისტრის გიორგი გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრა ამ წუთებში დასრულდა.
გახარიამ პარლამენტის შენობა კომენტარის გარეშე დატოვა
ცნობისთის, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. შეხვედრის შესახებ ანონსი არ გავრცელებულა. შესაბამისად მათი შეხვედრის მიზანი ოფიციალურად არ დასახელებულა. თუმცა, დიდი ალბათობით შეხვედრა ხორავას ქუჩის საქმესა და ამ საქმეზე შექმნილ საგამოძიებო კომისიას უკავშირდებოდა.