15 ივნისიდან ავიაკომპანია UVT Aero პერმი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს იწყებს. რეისები ყოველ სამშაბათსა და პარასკევს განხორციელდება. უკვე გაწერილი განრიგის მიხედვით, UVT Aero აღნიშნულ მარშრუტზე ოპერირებას 21 სექტემბრამდე გეგმავს.
პერმი-ბათუმს შორის მგზავრობის დრო 3.2 საათია.
UVT Aero აღნიშნული მარშრუტზე ფრენებს Bombardier CRJ-200-ით განახორციელებს. UVT Aero-ს მენეჯმენტი დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრთა მხრიდან საკმაოდ მაღალი მოთხოვნა იქნება.