Check in Georgia 2018-ის ფარგლებში ანაკლიაში 23-26 აგვისტოს ახალი ფესტივალი „ANAKLIA ECHOWAVES" გაიმართება. 4 დღიანი ფესტივალის მიზანი რეგიონის კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და ტურისტულად მიმზიდველი პროექტის შექმნაა. მუსიკის გარდა, ფესტივალი მოიცავს სპორტულ გამაჯანსაღებელ აქტივობებს, სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო თუ კულტურულ ღონისძიებებს, სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს. „ANAKLIA ECHOWAVES" -ის ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ კომპანიებასთან თანამშრომლობს. Collegium MONDIAL TRAVEL თანამშრომლობს, რომელიც ევროპის 11 ქვეყანაში ოპერირებს. ANAKLIA ECHOWAVES" -ის შესახებ საუბრობს Collegium MONDIAL TRAVEL-ის გენერალური მენეჯერი სანდი კუპლენი.
" ჩვენ ვართ ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული პროვაიდერი ევროპაში, რომელიც საფესტივალო პაკეტებს ყიდის. ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროპის უმსხვილეს ფესტივალებთან. ჩვენი მიზანია ანაკლიის ფესტივალი გლობალური გავხადოდ, ჩვენ გვინდა მთელ მსოფლიოს შევატყობინოთ, რომ ანაკლია არის ადგილი, სადაც შეგიძლია მსოფლიო დონის ვარსკვლავების მუსიკით ისიამოვნო და შესანიშნავი ზაფხული გაატარო." -განაცხადა სანდი კუპლენმა.