თურქული ჰოლდინგი TAV Airports-ი, რომელიც თურქეთის აეროპორტების წამყვანი ოპერატორი კომპანიაა ანტალიის საერთაშორისო აეროპორტის ნაწილის მფლობელიც გახდა.
როგორც თურქული მედია წერს, ანტალიის აეროპორტების მფლობელები Fraport (გერმანია) და IC İçtaş (თურქეთი) იყვნენ, თუმცა IC İçtaş -მა საკუთარი წილი გაყიდა და მისი მფლობელი TAV-ი გახდა. შესაბამისად TAV-ი ანტალიის აეროპორტის
48.99%-ის მფლობელი გახდა. გარიგების ღირებულებამ 360 მლნ ევრო შეადგინა.
რაც შეეხება საკონტროლო პაკეტს, ის ისევ გერმანული Fraport AG-ის საკუთრებაა.
შეგახსენებთ, რომ ანტალიის საერთაშორისო აეროპორტი თურქეთში სიდიდის მიხედვით მესამე აეროპორტია და ის წელიწადში 26 მლნ მგზავრზე მეტს ემსახურება.