კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახური „რია ნოვოსტის“ ოფისში შეიჭრა. თვითმხილველთა განცხადებით მათ დაინახეს თუ როგორ შევიდნენ სააგენტოს შენობაში ფორმიანი ადამიანები, რის შემდეგაც შენობაში მყოფ ჟურნალისტთან კავშირი შეწყდა.
ისინი აცხადებენ, რომ "უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებადი მედიასტრუქტურების ქსელი გამოავლინეს, რომელიც გამოიყენებოდა აგრესორი ქვეყანის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდული საინფორმაციო ომის ფარგლებში".
უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ ოპერაციის დეტალების თაობაზე განცხადებას მოგვაინევბით გააკეთებს.