თეთრ სახლში შესაძლოა საკადრო ცვლილებები მოხდეს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა სენატორ ჯონ მაკკეინის სკანდალური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა კელიენ კონუეიმ.
გასულ კვირას, მედიის ცნობით, წყაროზე დაყრდნობით, აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა კელი სადლერმა შეხვედრაზე განაცხადა, არ გაეთვალისწინებინათ სენატორის ჯონ მაკკეინის აზრი, რადგან „ის მაინც კვდება“.
საქმე ეხება სენატორის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელსაც გასული წლის ივნისში, ტვინის აგრესიული სიმსივნე დაუდგინდა. მაშინ 81 წლის სენატორმა გადაიტანა ურთულესი ოპერაცია. 2017 წლის დეკემბრიდან ის არ არის ჩართული სენატის მუშაობის პროცესში და არიზონას შტატში იმყოფება მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
სენატორის ნათესავებმა გააკრიტიკეს განცხადების ავტორი, ხოლო მაკკეინის ქალიშვილმა სადლერის თეთრი სახლიდან გათავისუფლება მოითხოვა. თუმცა ის არ გაათავისუფლეს.
მაკკეინი ცნობილია, როგორც ტრამპის კრიტიკოსი, რომელიოც ხშირად მოდის წინააღმდეგობაში პრეზიდენტთან. ცოტა ხნის წინ New York Times-მა განაცხადა, რომ მაკკეინის ოჯახის წევრებს სურდათ მის დასაფლავებაზე ეხილათ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და არა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.