2017 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი, 37.7 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.
„საქსტატის“ მონაცემებით, ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შესაბამისად, 3.1 მილიონი და 1.9 მილიონი ვიზიტი.
2017 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 4.3 ღამე შეადგინა, რაც 2016 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელს (3.8 ღამე) 13 პროცენტით აღემატება. განხორციელებული ვიზიტების 75 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.