პოლიციის თანამშრომლებმა, მოსკოვის ცენტრში მიმდინარე აქციის მსვლელობისას ალექსეი ნავალნი დააკავეს. აქცია რუსეთის პრეზიდენტის ინაუგურაციისადმი არის მიძღვნილი. აქციები ტარდება ლოზუნგით „ის ჩვენი მეფე არ არის“.
მოსკოვის დროით 14:00 საათზე პუშკინის მოედანზე დაიწყო შეკრება, რომელზეც ოპოზიციონერი - ალექსეი ნავალნიც მივიდა, თუმცა ის პოლიციის თანამშრომლებმა მალევე დააკავეს.
სამართალდამცველები რუპორის მეშვეობით აფრთხილებენ შეკრებილებს, რომ მათი ქმედებები არაკანონიერია და დაშლას ითხოვენ.
ამ მომენტისთვის, პოლიციამ დააკავა კიდევ რამდენიმე ადამიანი. მათ შორის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მომხრეები. იუწყება "Gazety.Ru". მასზე დაყრდნობით, მოძრაობა ქუჩაზე გადაკეტილია და მიმდებარე ტერიტორიაზე დგანან პოლიციის მანქანები.
ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მომხრეები საპროტესტო აქციებს დღეს მთელი რუსეთის მასშტაბით მართავენ.