ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკ-კეინმა, რომელსაც გასულ წელს კიბოს დიაგონოზი დაუსვეს, თავის სიძეს - ბენ დომენიკს, მის ქალიშვილზე მზრუნველობა სთხოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი The Arizona Republic დომენიკის Twitter-ზე გამოქვეყნებულ სტატუსზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც მოგვიანებით წაშალა.
"დღეს ჯონი ჩამეხუტა და მთხოვა მეზრუნა მის ქალიშვილზე, მეგანზე. მე პირობა მივეცი რომ ვიზრუნებდი მასზე" - წერს ის. "ეშმაკთან წადით, უსულო გიჟებო, მიბრძანდით ჯოჯოხეთში“.
მედიის ცნობით, დომენიკმა ეს პოსტი დაახლოებით საათ ნახევრის შემდეგ წაშალა. გაუგებარია თუ რამ აიძულა მას ესეთი ტექსტის დაწერა.
ცნობისთვის, 81 წლის ჯონ მაკ-კეინი ამ თვეში საავადმყოფოში მოხვდა, სადაც მას ურთულესი ოპერაცია ჩაუტარეს. მეუღლის სიტყვებით, ის ოპორაციის შემედგ თავს კარგად გრძნობდა.
მაკ-კეინი ცნობილია აგრესიული პოზიციით რუსეთის მიმართ. მარტში მან გააკრიტიკა დონალდ ტრამპი, იმის გამო რომ ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. გასულ წელს მან რუსეთს უფრო დიდი საფრთხე უწოდა, ვიდრე "ისლამური სახელმწიფოს".