ქაბულში დღეს განხორციელებულ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა და 40-მდე დაშავდა.
ორი აფეთქება მოხდა ქაბულში ორშაბათს დილით. პოლიციის მონაცემებით, პირველი აფეთქება განხორციელდა თვითმკვლელი ტერორისტის მიერ, მოტოციკლით.
მეორე აფეთქება მოხდა იმავე რაიონში დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, როცა ადგილზე მუშაობდნენ ჟურნალისტები და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები. ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში თითმკვლელმა ტერორისტმა მოიყვანა.
მეორე აფეთქების შედეგად ტელეკომპანიების ცნობით დაიღუპა 7 ჟურნალისტი. მათ შორის “France-Presse”-ის ფოტოგრაფი.