„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, პოლიტიკური ფიგურებსა და ლიდერებს შორის ყველაზე დადებითად (46%) ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს აფასებენ. მას უარყოფითად აფასებს გამოკითხულთა 6%.
მეორე ადგილზეა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძეა. მას დადებითად 34% აფასებს, უარყოფითად - 18%.
იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს დადებითად აფასებს გამოკითხულთა 31%, უარყოფითად 19%.
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიას დადებითად აფასებს 22%, უარყოფითი 10 %.
შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას დადებითად გამოკითხულთა 21% აფასებს, ხოლო უარყოფითი 7%-ს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ გრიგოლ ვაშაძეს დადებითად აფასებს 21%, უარყოფითად – 15%.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელის დადებითად აფასებს 18%, უარყოფითად 37%.
საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს გამოკითხულთა 17%-ს, უარყოფითი 9%-ს.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგი უგულავას დადებითად აფასებს 17%, ხოლო უარყოფითად 34%.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის მიმართ დადებითი შეფასება აქვს 13%-ს, ხოლო უარყოფითი 15%-ს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს დადებითად აფასებს გამოკითხულთა 12%, უარყოფითად – 12%.
უმრავლესობის დეპუტატ თამარ ჩუგოშვილს დადებითად აფასებს 11%, უარყოფითი – 11%.
ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს დადებითად აფასებს 9%, ხოლო უარყოფითად 5%.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას „CRRC-საქართველო“ ატარებს.