ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 26% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 8% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ხოლო 4% - ევროპულ საქართველოს. 13% ამბობს, რომ არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, ხოლო 10% პასუხზე უარს ამბობს.
NDI-ის ცნობითვე, გამოკითხულთა 57% სავარაუდოდ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას
NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი +-2.2%-ია.
NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას „CRRC-საქართველო“ ატარებს.