ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 22% ცუდად, ხოლო 11% ძალიან ცუდად აფასებს.
კითხვაზე, როგორ შეაფასებდით მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 52% ამბობს რომ საშუალოდ.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 2% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, ხოლო 12% – ძალიან კარგად.
კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 2%-ს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას „CRRC-საქართველო“ ატარებს.