ბრენდმა Virgin America-მ არსებობა შეწყვიტა. ავიაკომპანიამ Virgin America-მ უკანასკნელი ფრენა 26 აპრილს განახორციელა. ავიაკომპანია Virgin America Alaska Airlines-ის საკუთრებაში გადავიდა. მხარეებს შორის შეთანხმება ჯერ კიდევ 2016 წელს შედგა. გარიგების ღირებულებამ 2,6 მლრდ დოლარი შეადგინა. 2017 წელს Alaska Airlines-მა საკუთარი საიტის მეშვეობით Virgin America-ის რეისებზე ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო.
2018 წლის დასაწყისიდან კი რებრენდინგი დაიწყო. Virgin America-ის ზოგიერთი თვითმფრინავი ისევ ძველი ლოგოთი ასრულებს რეისებს. თუმცა მგზავრების მიერ დაჯავშნილ რეისებს Virgin America-ის ნაცვლად უკვე Alaska Airlines-ი მოემსახურება.