ქაბულში დღეს დილით მომხდარი ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ხოლო 27-მა სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიღო. იუწყება ტელეარხი 1TV ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქებების შედეგად გარდაიცვალა 7 და დაშავდა 20 ადამიანი.
ცნობისთვის, ორშაბათს დილით, ქაბულში ორი აფეთქება მოხდა. მედიის ცნობით, პირველი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოტოციკლით განახორციელა. დაღუპულთა და დაზარალებულთა შორის მეორე აფეთქებისას არიან - TOLOnews, 1TV, Al Jazeera-ს და სხვა მედია საშუალებების ჟურნალისტებიც.
სააგენტო France-Presse-ი თავისი ფოტოგრაფის, შა მარაის ტერაქტში დაღუპვას ადასტურებს.