Apple-მა შესაძლოა iPhone დასახელება შეცვალოს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ კორპორაცია მიმდინარე წელს სმარტფონს განსხვავებული სახელწოდებით გამოუშვებს და კომპლექსურ სახელებს მოერიდება, როგორიცაა iPhone 8s Plus-ი.
ნავარაუდევია, რომ მიმდინარე წელს „ჩაკბეჩილი ვაშლი“ 3 ახალ სმარტფონს წარმოადგენს, რომელთაგანაც ერთს დაბალფასიანი ეკრანი, ხოლო ორს OLED-ეკრანი ექნება.
ანალიტიკოსი რობერტ ჩიპო მიიჩნევს, რომ წელს წარმოდგენილი სმარტფონებიდან ერთს უბრალოდ iPhone ერქმევა, ხოლო დანარჩეს iPhone X და iPhone X Plus-ი.
შესაბამისად ამიერიდან X-ი გაჯეტის უნიკალურობის აღმნიშვნელი გახდება.