დღეს, 30 აპრილს, თბილისის საქალაქო სასმართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა განახლდება. სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.
დღევანდელ პროცესზე კვლავ ბრალდების მხარეების მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება. დღეს დასაკითხ მოწმეთა სიაში ბრალდების მხარეს სამხარაულის სახელობის ეპსქერტიზის ბიუროს ექსპერტიც ჰყავს.
აღნიშნულ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ერთი თვე დარჩა.
ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიან გარჩევას ორი არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის სიცოცხლე ემსხვერპლა.