ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაური სოსლან კაკაბაძე გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, დღეს ქალაქ ტრიპოლიში გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
მათივე ინფორმაციით, ეგვიპტეში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი ლიბიაში იმყოფება. საქართველოს ელჩმა მოინახულა დაკავებული ქართველი მეზღვაურები და შეხვედრებს მართავს ლიბიის საგარეო უწყებასთან.