დანიაში 56 წლის საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.
გელა პაპაშვილი გულის შეტევით დაიღუპა. დაღუპული მისმა ნათესავმა იპოვა და სამართალდამცავებს შეატყობინა.
არსებული ინფორმაციით, იგი ერთ-ერთ პოლონურ ფირმასთან თანამშრომლობდა და სატვირთო ავტომანქანაზე მძღოლად მუშაობდა.
ცნობისთვის, გარდაცვლილი მამაკაცი კობა პაპაშვილის მამაა, რომელიც 5 თვის წინ ქალაქ ბულონ სულ მერიში, პორტის ტერიტორიაზე მოკლული ნახეს. ის საქართველოს მოქალაქემ, 55 წლის კაცმა მოკლა.